LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდების სტაჟირების პროგრამით 28 კომპანია დაინტერესდა

81

ახალგაზრდების სტაჟირების პროგრამით 28 კომპანია დაინტერესდა. პროექტს სახელწოდებით ”ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში” (YES-Georgia) ფონდი ”კრისტალი”, ორგანიზაცია PH International-თან და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”კრისტალთან” ერთად ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, დაინეტერსებულ კომპანიებთან დღეს შეხვედრა გაიმართა, რომელთა ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს სპეციალური სამდღიანი ტერნინგი ჩაუტარდებათ, რაც ახალგაზრდების მიღებისა და გადამზადების სპეციფიკის გაცნობას ითვალისწინებს.

”ჩვენი პროექტი შედის მეორე ფაზაში, რაც გულისხმობს თვითდასაქმებასა და დასაქმებას. დასაქმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს კი წარმოადგენს ახალგაზრდებისთვის სტაჟირების პროგრამის შეთავაზება, რაც მეორე მხარის გარეშე არ არსებობს – ეს არის დამსაქმებელი და დღეს ჩვენ ვხვდებით იმ 28 კომპანიას, რომელმაც თანხმობა გამოაცხადა, რომ მიიღონ ახალგაზრდები და მათ სპეციფიკური უნარ-ჩვევები შესძინონ. თუ საჭირო იქნება, ისინი დაიტოვებენ მათ, ან მომზადებულს გაუშვებენ ბაზარზე. უკვე ამ ზაფხულს ველით ახალგაზრდებს ამ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად” – განუცხადა ”ფორტუნას” პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ლაგვილავამ.

მისივე განმარტებით, პროექტის ორი წლის განმავლობაში 400 ახალგაზრდის მიღება შეუძლია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა, ეს ციფრი გაიზარდოს.

როგორც პროექტის ხელმძღვანელები აცხადებენ, აღნიშნული კომპონენტის ამოცანაა ხელი შეუწყოს ახალგზარდების სტაჟირების და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას და ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობას.

”ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში” (YES-Georgia) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის შედეგად, სამთვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც სპეციალურად მომზადდა ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ, საქართველოს 21 ქალაქში 2 წლის განმავლობაში გადამზადდება 600 ახალგაზრდა და დაფინანსდება 30 ბიზნეს-ინიციატივა. პარალელურად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში სპეციალურად ამ პროგრამისთვის შერჩეულ 20 ბიზნეს კომპანიაში დაიწყება სამთვიანი სტაჟირების პროგრამები სპეციალური გაიდლაინების გამოყენებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g