„ახალგაზრდებმა იციან, მაგრამ სიღრმისეულად ვერ იაზრებენ, რომ სიბერე ყველასთან მიდის, გააჩნია ვისთან როგორი“, – ამის შესახებ ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ღმერთმა დაგაბეროსო, ასე იცოდნენ ადრე ლოცვა. ესეიგი დიდხანს იცოცხლეო. ვნახე 100 წლის მოხუცი, რომელიც იტანჯებოდა საწოლს მიჯაჭვული, მაინც ვერ ელეოდა სიცოცხლეს.
სული მწარეაო, ასე ამბობენ, მაგრამ… ამბობენ და მორჩა.
რა ფენომენია სიცოცხლე და სიცოცხლის სიყვარული.
სულიერი, სიღრმისეული, წინდახედული და კეთილი ადამიანი, ბედნიერია.
ზერელე, ქარაფშუტა, უინტელექტო, მოღალატე და ენაჭარტალა ადამიანი, მუდმივად უსიამოვნებაშია, თან მუდმივ შარშია და მუდმივად უბედურია
ღმერთისთვის ყველა ადამიანი ერთია. ამიტომ ადამიანები ტყუილა ეტოლებიან ერთმანეთს.
მაგას, მე ვინ ვგონივარ… ვინ გონიხარ და ჩვეულებრივი ადამიანი და თავისზე ნაკლები.
ვისაც როგორ უნდა ისე იცხოვროს. ვისაც რა გულის თქმა აქვს, ისე მოიქცეს.
მე მიყვარს ადამიანები.
ცხოვრებამ მოითხოვა, რომ მკაცრი ვიყო და აუცილებლად ვიქნები.
გიორგი ჯაჯანიძე“, – წერს გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში.
ტელეწამყვანის პოსტს უამრავი მოწონება და კომენტარი აქვს. გია ჯაჯანიძეს გამომწერები ურჩევენ, ტოქსიკური ადამიანები ცხოვრებიდან მოიშოროს და ყველაფერი ცხოვრებაში კარგად იქნება.
ახალგაზრდებმა იციან, მაგრამ სიღრმისეულად ვერ იაზრებენ, რომ სიბერე ყველასთან მიდის, გააჩნია ვისთან როგორი. ღმერთმა…
Posted by Giorgi Jajanidze on შაბათი, 13 სექტემბერი, 2025