1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. 9 აპრილის აქციის მონაწილეები დღეს გარდაცვლილების გასახსენებლად ცხრა აპრილის მემორიალთან მივიდნენ.
9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა
„ცხრა აპრილს ჩემი ძმა და დედაჩემი აქ იყვნენ. კიდევ დათო რაზმაძე იყო. არც ერთი აღარ არის დღეს ცოცხალი. მინდა ყველამ იცოდეს და ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენი და თქვენი გულისთვის გაიწირნენ ის ადამიანები … დედაჩემი რომ დაუწვა ტანკს, ჩემს ძმას უთქვამს, დედა ასე არ დაწვე, პირდაპირ დაწექი, რა უგულოები უნდა იყვნენ, რომ გადაგვიარონო. მერე ჩემ ძმას მთელი დღე ვბეძებდი, საავადმყოფოში ვიპოვე. ახალგაზრდებს გთხოვთ, გახსოვდეთ ის ბავშვები“… – ამბობს 9 აპრილის მონაწილე ჟურნალისტებთან საუბარში.