LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა – ვნების კვირაში ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა, ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან“ – პრეზიდენტი პრემიერის ღია წერილზე

165
სალომე ზურაბიშვილი

ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის რაიმე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა – ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის დროს, ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრის დღეს გამოქვეყნებულ ღია წერილს „გულწრფელ ახალგაზრდებისადმი“.

გულწრფელობას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როდესაც ის ცოდნითა და ინტელექტით არის გამყარებული, ცოდნისა და ინტელექტის არმქონე და თავდაჯერებული ადამიანი რუსულ ტანკზე უარესია – პრემიერი ახალგაზრდებს ღია წერილით მიმართავს

„ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის რამე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა. ეს სიტყვები პრემიერ- მინისტრს როცა ეკუთვნის, ეს მას უკვე სხვა განზომილებაში გადასულ ადამიანად წარმოაჩენს და მის მთავრობის გაუცხიებას საკუთარ ხალხისგან ადასტურებს!
მართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება, “მამულის” სიყვარული სხვა არაფერია.
ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის. დროს ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან ( გამონაკლისის გარეშე) …ესეც სარწმუნოება!!!
რაც ეხება ენას … თქვენი სუძულვილის ენა ქართული არასოდეს ყოფილა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

რაც არ უნდა სცადონ, რომ ამდენი ათასი მოქალაქის პროტესტი მიიყვანონ „ნაცებამდე“, არ გამოვა – დაუშვილი პრემიერის ღია წერილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g