LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდის ღისით-მზისით მოტაცების ფაქტი ივანიშვილის მიერ შექმნილი კლიმატის პირდაპირი შედეგია: გიგა ბოკერია

106
გიგა ბოკერია

„როდესაც პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრთან მიმართებაში ხდება ასეთი ფაქტები, სადაც ცნობილია, რომ ამას მოყვება მისი პოლიტიკური გუნდის „ევროპული საქართველოს“ რეაქცია და მედიის ყურადღება, იქ სადაც ბედავენ ასეთ რაღაცას კიდევ უფრო დაუცველები არიან რიგითი მოქალაქეები,“ – ამის შესახებ ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ბრიფინზე განუცხადა

“ახალგაზრდის ღისით-მზისით მოტაცების ფაქტი ივანიშვილის მიერ შექმნილი კლიმატის პირდაპირი შედეგია”

როგორც ბოკერია აღნიშნავს, „ევროპულ საქართველოს“ არასოდეს ავტომატურად არ უსვრია ტალახი ხელისუფლებისკენ. ამიტომ სანამ ყველაფერი არ გაირკვევა არ ვსაუბრობთ პოლიტიკურ მოტივებზე.

ბოკერიას განცხადებით, თელავის რაიონის სოფელ ნასამხრალის საკრებილოს წევრობის კანდიდატის ნინო გალახვარიძის შვილი უცნობი პირების მიერ იქნა გატაცებული.

“ევროპული საქართველოს” ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ეს შეიძლება იყოს კავშირში იმ პირებთან, რომლებიც ახლო ურთიერთობაში არიან ადგილზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო მანქანასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან,

შსს-დან ფორტუნას აცნობეს, რომ ფაქტზე გამოძება დაწყებულია 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g