რთული წარმოსადგენია, მაგრამ გასულ წელს ჰოლი ბერიმ 50 წლის იუბილე აღნიშნა. მბზინავი კანი ნაოჭების გარეშე, იდეალური ფიგურა და მომაჯადოვებელი ღიმილი – საინტერესოა, როგორ ინარჩუნებს ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მსახიობი ახალგაზრდულ მომხიბვლელობას?
მსახიობს ცხოვრება ვერ წარმოუდგენია სპორტის გარეშე, ფიგურის შენარჩუნებაში კი, მას 30-წუთიანი კარდიოვარჯიში ეხმარება, „არ მინდა ზედმეტად დაკუნთული ვიყო, ამიტომ არასდროს ვაკეთებ ძალისმიერ ვარჯიშებს. მე დიაბეტით ვარ დაავადებული, სპორტი კი, შაქრის დონის გაკონტროლებაში მეხმარება“.
Me when someone says “I’m coming over and I’ve got snacks.”
A post shared by Halle Berry (@halleberry) on
შაქრის დიაბეტი ბერის 19 წლის ასაკში აღმოჩნდა და იძულებული გახდა უარი ეთქვა ტკბილზე, ცომეულზე და მკაცრად გაეკონტროლებინა საკუთარი რაციონი. მსახიობის დიეტა ძირითადად ბოსტნეულისგან შედგება, გარდა ამისა, ის დიდი რაობენობით წყალს სვამს, ტონუსის შესანარჩუნებლად კი, პროტეინის კოქტეილს მიირთმევს, რომელიც მთელი დღით ავსებს ენერგიით.
A post shared by Halle Berry (@halleberry) on
„ჩემი დიეტა სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს. ძალიან მიყვარს ბოსტნეული, ქათმის ხორცი, თევზი და პასტა, ხილზე და ხორცზე კი, უარის თქმა მომიწია. ვცდილობ დღეში 4-ჯერ ვჭამო მცირე ულუფებით, რადგან ამ რეჟიმით თავს ყოველთვის ძლიერად და ჯანმრთელად ვგრძნობ“.
ჰოლი მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი შვილები – 10 წლის ნალე და 3 წლის მასეოც შეაჩვიოს ჯანსაღ კვებას, „ვიცი, რომ შაქარი ძალიან მავნებელია ორგანიზმისთვის, ამიტომ ყოველთვის შაქრის შემცვლელ ქსილიტს ვიყენებ. მართალია, ნალუს ხშირად იწვევენ წვეულებებზე და მისთვის რთულია ტკბილეულზე უარის თქმა, მაგრამ მე ხშირად ვსაუბრობ მათთან ჯანსაღ კვებაზე და ვცდილობ, თვითონაც კარგი მაგალითი ვიცი“.