ქართული ბრენდი ”მაიკა” მომხმარებელს ქალის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს სთავაზობს. როგორც მაღაზიის დამფუძნებელმა ქეთი წიქაძემ ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, ეს მარტივი და განსხვავებული კონცეფციით შექმნილი ახალგაზრდული ბრენდია.
”მაღაზიაში არსებული პროდუქცია მუდმივად ახლდება. ხშირად ხდება ისე, რომ ერთი და იგივე დიზაინის სამოსი იქმნება სხვადასხვა ფერებში, რადგან კონკრეტულ პროდუქციაზე მოთხოვნა დიდია”, – აღნიშნა ქეთი წიქაძემ.
ბრენდი MYKA ერთ წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე არსებობს და ის ბარნოვის 45/38-ში მდებარეობს.