მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ძროხის ყვავილის ვირუსის ერთ-ერთ შტამი ადამიანებში სიმსივნის ძირითადი სახეობების განადგურებას შეძლებს. ამერიკელი პროფესორი იუმან ფონგი, რომელმაც ვირუსი, სახელად CF33 უკვე გამოსცადა მღრღნელებზე, უახლოეს ხანებში მის ადამიანებზე გამოცდასაც გეგმავს.
მკურნალობის ახალი მეთოდის ძიება და დაფინანსება ავსტრალიური ბიოტექნოლოგიური კომპანიის, Imugen-ის მიერ ხდება.
ვირუსმა CF33, რომლის მოქმედებაც თაგვებზე გამოსცადეს, წარმატებით გაანადგურა სიმსივნური წარმონაქმნები და ძალიან მალე იგეგმება მისი ადამიანებზე გამოცდაც.
ამჟამად პროფესორი ფონგი ავსტრალიაში იმყოფება და მზადების პროცესშია ჩართული. ექსპერიმენტის ფარგლებში ახალ საშუალებას იმ პაციენტებზე გამოცდიან, რომლებსაც სხვადასხვა სახის სიმსივნე აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს იმის გარანტია, რომ ვირუსი CF33 ადამიანებზეც ისევე იმქომედებს, როგორც თაგვებზე, პროგნოზები მაინც ოპტიმისტურია.
აღსანიშნავია, რომ ეს ვირუსით კიბოსთან ბრძოლის პირველი მცდელობა არ არის. ვირუსი CF33-ის გარდა, ამ დროისათვის აშშ-ში მიმდინარე სატესტო პროგრამის ფარგლებში ჩვეულებრივი გაციების გამომწვევ ვირუსს ტვინის სიმსივნით დაავადებული ადამიანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იყენებენ.
უკვე დამტკიცდა, რომ ჰერპერსის ვირუსის გენეტიკურად მოდიფიცირებულ ფორმას, სახელად Imlygic შეუძლია დაეხმაროს ადამიანის იმუნურ სისტემას მელანომას უჯრედების ამოცნობასა და განადგურებაში.
პროფესორ ფონგის განცხადებით, მეცნიერები ჯერ კიდევ 1900-იანი წლებიდან ფიქრობდნენ, რომ ვირუსები შეიძლება სიმსივნური უჯრებედის წინააღმდეგ გამოეყენებინათ. ეს აზრი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ცოფის ვაქცინით აცრის შემდეგ ონკოპაციენტებს სიმსივნური წარმონაქმნები გაუქრათ და დაეწყოთ რემისიის პროცესი.მიუხედავად ამისა, წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა. სიმსივნური უჯრედების მოკვლა გაცილებით ადვილია სინჯარაში ან ცხოველის ორგანიზმში, ადამიანების შემთხვევაში საქმე გაცილებით რთულადაა. მიუხედავად ამისა, გამოკვლევები გრძელდება.
იმ შემთხვევაში, თუ ადამიანებზე ჩატარებული საცდელი მკურნალობა დადებით შედეგს გამოიღებს, მისი დანერგვა საერთაშორისო პრაქტიკაში უახლოეს რამოდენიმე წელიწადში ივარაუდება.