„ახალი არჩევნების მოთხოვნაზე ხელმომწერი 2300 კომპანიის (კომპანიების 1%) მიღმა, უამრავი აქტიური, კეთილსინდისიერი ბიზნესია, რომლებიც ჩვენი ქვეყნის რეალურ „გამწევ” ძალას წარმოადგენენ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
„სამწუხაროდ, ყველაზე მეტად სწორედ ეს ადამიანები ზიანდებიან ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით. თუ ბიზნესში ყოფნა არ გაკმაყოფილებს და პოლიტიკით ინტერესდები, თანაც ისეთ რადიკალურ ნაბიჯებზე მიდიხარ როგორებიცაა:
ეროვნული ვალუტის კურსის დაზიანება, ეკონომიკის დამუხრუჭება, ნეგატიური განწყობების ხელოვნურად შექმნა, მოდი იყარე კენჭი ამ იდეებით და ვნახოთ, რამდენად ექნება ამ ყველაფერს მხარდაჭერა..
იქამდე კი გაითვალისწინეთ, ეს ფსევდო პატრიოტული აქტივობები, ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ და მხოლოდ ზიანის მომტანია“, – წერს ნინო წილოსანი.