LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ახალი არსებითი პაკეტი ნატოს წევრობასთან გვაახლოვებს” – როგორ აფასებს ზალკალიანი ორდღიან მინისტერიალს

84
24823583583

“ეს იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, წარმატებული მინისტერიალი საქართველოსთვის. ერთსულოვანი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის”, – ასე აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს მინისტერიალში მონაწილეობას, რომელზეც ქვეყანა უკვე ზედიზედ მეორე წელია მიწვეულია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დავით ზალკალიანმა ისაუბრა სტრატეგიულ დოკუმენტზე და აღნიშნა, რომ  მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგით დაბრუნდნენ:

“სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც შემუშავებული და მიღებულია ნატოს შესაბამისი ექსპერტების მიერ, ეს არის ნატო 2030-ის სტრატეგია, ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ნატოს სამომავლო პერსპექტივებს და მასში საქართველოც რამდენჯერმე არის მოხსენებული – ღია კარის პოლიტიკის მიმართულებით.

სარეკომენდაციო ნაწილში კიდევ ერთხელ დადასტურებულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი”.

მან უაღრესად წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებულ ვერსიას, რომელიც გუშინ ერთხმად იქნა მიღებული:

“ეს დიდწილად აძლიერებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, გვაახლოვებს ნატოს წევრობასთან და ზრდის თავსებადობას ნატოს სტანდარტებთან. გუშინდელ შეხვედრაზე თითქმის ყველა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღიარა ის პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს ნატოს გზაზე”, – აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მინსიტრის თქმით, ეს ყველაფრი მიანიშნებს იმას, რომ საქართველო მუდამ არის ნატოელი პარტნიორების დღის წესრიგში და რომ მიმდინარე პროცესები მათთვის არის მნიშვნელოვანი.

ბოლოს კი განაცხადა, რომ გუშინდელი შეხვედრა მისი მხრიდან მაქსიმალურად იყო გამოყენებული, რათა ნატოელი პარტნიორებისთვის დეტალურად მიეწოდებინა ინფორმაცია, რეგიონში შექმნილ გეოპოლიტიკურ სიტუაციასა და უსაფრთხეობის გამოწვევებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები