LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი BMW–ს გაღება iPhone–ით იქნება შესაძლებელი

148
bmwiphonenews

კომპანია BMW–მ Apple–თან ითანამშრომლა და ახალი ფუნქცია Digital Key შექმნა. სიახლის დამსახურებით კომპანიის ყველა ახალი ავტომობილი გასაღების გარეშე გაიხსნება.

საერთაშორისო კონფერენციაზე WWDC კომპანია APPLE–მა წარადგიბა iOS–ის ახალი ვერსია, რომელიც ვირტუალური გასაღებების შექმნასაც ითვალისწინებს. აპლიკაცია ზუსტად ისე იმუშავებს, როგორც თვითმფრინავის ბილეთის თუ საბანკო ბარათების შემთხვევაში მუშაობს. სიახლეს ავტომობილის კარის გახსნა/დახურვა, ასევე დაბლოკვა და ძრავის ამუშავება შეეძლება.

სმარტფონსა და მანქანას შორის კავშირს ტექნოლოგია NFC უზრუნველყოფს და ავტომობილის გასაღებად სმარტფონის სახელურთან მიდება იქნება საჭირო. ანუ სისტემა ზუსტად ისე მუშაობს, როგორც Apple Pay, როცა მაღაზიაში ფულს სმარტფონით იხდით.

ინოვაციურ გასაღებას ბრენდის ყველა ახალი მოდელი მიიღებს და ფუნქციის გამოყენებას iPhone XR–ის, iPhone XS–ს ან უფრო ახალი სმარტფონების, ასევე Apple Watch Series 5–ის მფლობელები შეძლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები