LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ბრენდი ბავშვებისთვის ”იყო და არა იყო რა”

148

ქართული ბრენდი ”იყო და არა იყო რა” თქვენი პატარებისთვის სხვადასხვა სათამაშოებსა და საჭირო ნივთებს გთავაზობთ.

როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნინი ჭანიძემ, განაცხადა,მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ბავშვებისთვის ტანსაცმლის საკიდი, რომლის ფასიც 130ლარია, სათამაშოების ჩასაყრელი ყუთი და დეკორატიული თარო, რომელსაც 40 ლარად შეიძენთ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთა ხისგან მზადდება და ასევე ეკოლოგიურად სუფთა საღებავით იღებება.

ბრენდი სულ რაღაც ორი კვირაა ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და უკვე ერთგული მომხმარებელიც შეიძინა.

ამ ეტაპზე, სასურველი ნივთი ონლაინ უნდა შეუკვეთოთ, თუმცა ახლო მომავალში მაღაზიის გახსნაც იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები