LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Bugatti : პირველი გამოსახულება

392
se-image-472895835edf91a5b24d3974a05db7c5

ქსელში Bugatti-ს ახალი ჰიპერქარის პირველი ექსკიზები გამოჩნდა. როგორც ანონიმური წყარო იტყობინება, ავტომობილის პრემიერა ძალიან მალე, 18 აგვისტოს გაიმართება.

სუპერქარის შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, სიახლე Chiron-ის ბაზაზე აიგება. ავტომობილი ახალ რადიატორის ბადეს და მოდურ ფარებს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჰიპერქარი  იტალიელი ბიზნესმენის და „ბუგატის“ ყოფილი დირექტორის რომანო არტიოლის სახელთანაა დაკავშირებული. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მოდელი რომანოს პროფესიულ კარიერაში საბოლოო იყო.

ჰიპერქარის ტირაჟი 10 ეგზემპლარი იქნება და ფასი კი 8 მილიონ ევროს გადააჭარბებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g