LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი CEO, CFO და COO – Credit Suisse-ის მენეჯმენტში ცვლილებებია

89
კრედიტ სიუსი

უმსხვილესი შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის მენეჯმენტში ცვლილებებია.

ინვესტორთათვის ცნობილი გახდა, რომ Credit Suisse-ს ახალი CEO, CFO და COO ეყოლება.

ივანიშვილი Credit Suisse-ის წინააღმდეგ სინგაპურში კიდევ ერთი იურიდიული დავის დაწყებას გეგმავს – რა წერია მორიგ განცხადებაში

საბჭოს გადაწყვეტილებით, აღმასრულებელი დირექტორის (CEO) პოზიციაზე ულრიხ კორნერი დაინიშნა;

პირველი ოქტომბრიდან ბანკის ახალი ფინანსური ოფიცერი (CFO) დიქსიტ ჯოში იქნება;

საოპერაციო ოფიცრის (COO) თანამდებობას კი ფრანჩესკა მაკდონაგი დაიკავებს.

გარდა ამისა, ბანკის აქტივების მართვის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელად მაიკლ რონგეტი დაინიშნა.

შვეიცარიული ბანკის მენეჯმენტში დაგეგმილი ცვლილებები პირდაპირ კავშირშია უაღრესად იმედგამაცრუებელ ფინანსურ შედეგებთან და საერთაშორისო სკანდალებისა თუ სასამართლო დავების ფონზე, Credit Suisse-ის რეპუტაციის შებღალვასთან.

ბანკი პრინციპულად უზღუდავს ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე – რა წერია „ემ ქეი დის“ მორიგ განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Credit Suisse-მა 1.65 მილიარდი დოლარით იზარალა, რაც ბანკის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია.

შვეიცარიული ბანკის ახალ გუნდს 59 წლის კორნერი გაუძღვება, რომელიც გამოცდილი ფინანსისტი და ბანკირია, ის ათწლეულების განმავლობაში UBS-სა და Credit Suisse-ში უმაღლეს თანამდებობებს იკავებდა.

კორნერი აწ უკვე ყოფილ CEO-ს, თომას გოტშტაინის ანაცვლებს, რომლის ხელმძღვანელობის პერიოდშიც Credit Suisse-მა ყველზე ცუდი კვარტალური შედეგები დააფიქსირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g