LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ახალი ჩანაწერები გამოქვეყნდება, ნაცმოძრაობის ლიდერებს დაიჭერენ”

91

წყარო “ალია”

სანდო წყაროზე დაყრდნობით, „ალია“ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ცვლილებებს აანონსებს. როგორც კონფიდენციალური წყაროს მიერ კულუარული ამბებით ხდება ცნობილი კვლავ გავრცელდება ფარული ჩანაწერები.

გავრცელებული ჩანაწერების საფუძველი ბევრ ბუნდოვან თემას, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერელური დირექტორის ნიკა გვარამიას ჩანაწერებით ცნობილი გახდება მათი პირდაპირი კავშირი მიხეილ სააკაშვილთან.

„წყაროს თქმით, შაბათ ღამით, ივანიშვილი „შუშის სასახლეში“ ხელისუფლების რამდენიმე ლიდერს შეხვდა. წყარო აცხადებს, რომ მათ შორის იყვნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშილი, მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი და პარტია „ქართული ოცნების“ რამდენიმე ლიდერი.

წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილი გაბრაზებული ყოფილა იმ მოვლენებით, რაც „რუსთავი 2“-ის გარშემო ხდება. ამ საქმეში კი მთავარ დამნაშვედ გიორგი ბადაშვილი მიუჩნევია.

ივანიშვილს ბადაშვილისთვის უთქვამს, ქიბარ ხალვაშს ეს ტელევიზია ძალით დაათმობინეს, ამ კაცმა პროკურატურაში იჩივლა, თქვენ ადექით და საქმე თაროზე შემოდეთო.

საქმე რომ დროულად გამოგეძიებინათ მაშინ სააკაშვილს ამასაც დაუმტკიცებდით და წართმეულ ქონებას უკან დააბრუნებდითო. პროკურატურის უუნარობამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე პოლიტიკურ ცირკად აქციეთ, მთელი დასავლეთი საქართველოში სიტყვის თავისუფლების, ჟურნალისტების უფლებების დარღვევაზე, მედიასა და სასამართლოზე ხელისუფლების ზეწოლაზე ლაპარაკობსო.

ივანიშვილის ახლო გარემოცვაში ლაპარაკობენ, რომ გიორგი ბადაშვილი მთავარი პროკურორის პოსტს რომ ტოვებდა, ფინანსური პოლიციის უფროსად უნდა დანიშნულიყო, მაგრამ ახლა ამბობენ, რომ ივანიშვილი ისეა მასზე გაბრაზებული, ამ პოსტზეც არ დანიშნავს და შესაძლოა, საერთოდ უმუშევარი დარჩესო… როგორც წყარო გადმოგვცემს, სავარაუდოდ უახლოეს დღეებში უკრაინულ მედიაში ახალი ჩანაწერები გამოქვეყნდება და ეს ჩანაწერები საბოლოოდ დაადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი „რუსთავი 2“-ის მეშვეობით, საქართველოში სისხლიან რევოლუციას გეგმავს, ამ საქმეში ჩართულნი არიან „ნაცმოძრაობის“ ლიდერები და მათ, უბრალოდ, დაიჭერენ და ამით დასრულდება ყველაფერი.

ჩანაწერებით დამტკიცდება ისიც, რომ ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ს კი არ იცავს, საკუთარ თავს, საკუთარ თავისუფლებას იცავს, რომ ციხეში არ წავიდეს, რადგან რამდენიმე ჩანაწერით მალე დადასტურდება, რომ სააკაშვილის სისხლიანი რევოლუციის გეგმას ის არათუ მხარს უჭერს, მეტიც, იმაზეც თანახმაა, თუ სააკაშვილს დასჭირდა, „რუსთავი 2“-ის მთელი კოლექტივი გასწიროს უკანასკნელ კაცამდე და ეს ჩანაწერებით მალე დადასტურდებაო.

წყარო იმასაც აანოსებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან სისტემური სატელეფონო კავშირი რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელსაც ჰქონდა და ეს მათი საუბრებიც გამოქვეყნდება.
წყაროს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ზოგადად, ხელისუფლების პიარით და განსაკუთრებით, ქართული ოცნების“ პიარჯგუფების მუშაობითაც ძალია უკმაყოფილო ყოფილა.

“მე ფულს მთხოვენ, რომ პიარისთვის სჭირდებათ, მაგრამ მაგათი გაკეთებული ჯერ ვერაფერი ვნახე. ან შეგნებულ საბოტაჟთან გვაქვს საქმე, რომ ჩვენი პოლიტიკოსები და საჯარო მოხელეები გაილანძღონ და ხალხს ამის საპირისპირო ინფორმაცია არ მიაწოდონ, ან არაკვალიფიციურ ხალხთან და უუნარობასთან გვაქვს საქმე.დახარჯეთ ფული და ეს მყრალი ინფორმაციის ნიაღვარი დააბალანსეთ, ხალხს შეძლებისდაგვარად ობიექტური ინფორმაცია მიაწოდეთ და ჩვენი გაკეთებული საქმეები გააგებინეთო”.

ის, რომ რამდენიმე დღეში ყველაფერი დამთავრდება, „ნაციონალების“ რამდენიმე ლიდერს დაიჭერენ და მიხეილ სააკაშვილს უტყუარი მტკიცებულებები საფუძველზე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით ბრალს წაუყნებენ, დარწმუნებულია წყარო. ასევე, ეს ყველაფერი საბოლოოდ ჩააგდებინებ ხმას„ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერ შინაურებს თუ უცხოელებს, მათ შორის, ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ეგენი მალე რიგში ჩადგებიან ირაკლი ღარივბაშვილთან ბოდიშის მოსახდელად ისეთი ბომბი ჩანაწერები გამოქვეყნდებაო, ნათქვამია გამოცემის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g