LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი დეტალები 20 წლის გოგოს მკვლელობის საქმეში – დაკავებულს ბრალი წაუყენეს

49

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი სსსკ-ის 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

როგორც დაკავებულის ადვოკატი, ნაიარა ოტიაშვილი, აცხადებს, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.

ნაიარა ოტიაშვილის თქმით, საქმეში ფიგურირებს შავი ფერის BMW-ს მარკის ავტომობილი, რომლის მძღოლის ვინაობაც დადგენილი არ არის.

ადვოკატის ინფორმაციით, გარდაცვლილს ავტომობილის მფლობელთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა აკავშირებდა.

ლადო გრიგალაშვილი, რომელიც მოკლული ანა ნაცვლიშვილის შეყვარებული იყო, გუშინ, რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ, დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g