ტაივანური კომპანია Wistron-ის გენერალურმა დირექტორმა, რობერტ ხვანგმა, რომელიც ინდოეთში iPhone-ის წარმოებით არის დაკავებული, Apple-ის ახალი სმარტფონის დეტალები გაამხილა.
მისი თქმით, ახალი ახალი iPhone წყალგაუმტარი იქნება, ისევე, როგორც ამჟამინდელი მოდელი. ამასთან, ხვანგის თქმით, გაჯეტი უსადენო დამტენის სისტემით იქნება აღჭურვილი.
შეგახსენებთ, რომ Apple-მა iPhone-ის წარმოება ინდოეთში 2017 წლის მაისიდან დაიწყო.
რაც შეეხება ახალ iPhone-ს, ის შემოდგომიდან გამოვა და ყველა ზემოთხსენებულთან ერთად, ორმაგი კამერითაც იქნება აღჭურვუილი.