მომღერალი და მსახიობი ენი კლარკი, რომელიც ცნობილია ზედმეტსახცელით St. Vincent, ოსკარ უაილდის რომანის, ”დორიან გრეის პორტრეტის” მიხედვით ფილმს გადაიღებს. უკვე ცნობილია, რომ მთავარი პერსონაჟი ქალი იქნება.
ფილმისთვის სცენარს დევიდ ბირკი დაწერს. რაც შეეხება კლარკს, მისი სადებიუტო რეჟისორული ნამუშევარი მოკლემატრჟიანი ფილმი ”Birthday Party” იყო, რომლის შემდეგაც სტუდია Lionsgate-მა სრულმეტრაჟიანი ფილმი მას სრულად ანდო.