მომღერლებმა ლელა წურწუმიამ და მაკა ზამბახიძემ მსმენელს ახლახან დუეტის „შენთან ერთად“ ვიდეორგოლი წარუდგინეს. ვიდეოს სოციალურ პლატფორმებზე უკვე ათასობით ნახვა და გაზიარება აქვს.
ვიდეო: ლელა წურწუმიას და მაკა ზამბახიძის სიმღერა „შენთან ერთად“, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა
ვიდეოკლიპს საკუთარ მსმენელს სოციალურ ქსელში უზიარებს მომღერალი მაკა ზამბახიძე და სიმღერის ავტორსა და ყველას, ვინც ვიდეორგოლის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, საჯარო მადლობას უხდის:
„ესეც ჩვენი ახალი დუეტი ჩემს ლელასთან ერთად, რომელიც ჩემი ცხოვრების უმთავრესი ადამიანია. ვიცი, ბევრი ელოდებით. ისიამოვნეთ ამ ძალიან თბილი, ჰაეროვანი და სუპერ განწყობის სიმღერით, რომელიც ჩვენმა უსაყვარლესმა ეკა კახიანმა შექმნა.
ეკა კახიანი – ვგიჟდები შენზე. ტექსტის ავტორი ირინა სანიკიძე. არანჟირების ავტორი ჩემი უმაგრესი გიგა კუხიანიძე და კლიპი – ჩემი ნესო [ნესტან სინჯიკაშვილი] ძალიან მიყვარხარ.
და ამ ყველაფრის პროდიუსერი ჩემი სუპერ ძალა, ჩემი მამულიჩა, მაა, მადლობა ყველაფრისთვის“, – წერს მაკა ზამბახიძე სოციალურ ქსელში.
ესეც ჩვენი ახალი დუეტი ჩემს ლელასთან ერთად,რომელიც ჩემი ცხოვრების უმთავრესი ადამიანია❤️ვიცი ბევრი ელოდებით❤️ისიამოვნეთ…
Posted by Maka Zambakhidze on კვირა, 09 მარტი, 2025