LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ელექტრო სატვირთო ავტომობილი – მომავალი დადგა?

24

Nikola Motor Company ბევრისთვის ალბათ უცნობი კომპანიაა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის საავტომობილო ბაზარზე ახალბედაა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული კომპანია უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მოღვაწეობს და თანაც, ელექტრო სატვირთო ავტომობილების დამზადების კუთხით…

კრიტიკოსების აზრით, მათ მოღვაწეობას უშედეგოდ ნამდვილად არ ჩაუვლია, სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ გუშინ, კომპანიამ პირველი ელექტრო სატვირთო ავტომობილის თიზერი გაავრცელა.

Nikola One – სწორედ ასე ჰქვია სატვირთო ავტომობილს, რომელიც რიგით პირველი პროტოტიპი გახლავთ. ჯერჯერობით ამ სატრანსპორტო საშუალების შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვება, თუმცა, როგორც თიზერშია ნახსენები, მისი ძრავის სიმძლავრე 2000 ცხენის ძალა იქნება, ხოლო 0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარებას სატვირთო ავტომობილი 30 წამს მოანდომებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 105კმ/სთ იქნება.

რაც შეეხება ვიზუალს, ის საკმაოდ დინამიურად გამოიყურება, თუმცა აღსანიშნავია მისი ფუტურისტული დიზაინი, რომელიც კონკურენტი კომპანიის Tesla-ს დიზაინს მოგვაგონებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ Nikole One-ს საბაზრო ღჳრებულება 375,000 დოლარი იქნება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია როდის იხილავს პირველი ელექტრო სატვირთო ავტომობილი დღის სინათლეს…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები