Ford–ის რუმინულმა ოფისმა თავის Facebook გვერდზე ახალი თიზერი გაავრცელა. კროსოვერის პრეზენტაციის სავარაუდო თარიღად 2 აპრილი სახელდება.
Ford Kuga–ს ახალი თაობა C2 პლატფორმაზეა აგებული. კროსოვერის დიზაინი ძირითადად Focus–ის სტილს გაიმეორებს, რაც რადიატორის ბადის ფორმაში, გამოწეულ ფარებსა და საბარგულში აისახა.
რაც შეეხება ტენიკურ მახასიათებლებს, ყველგანმავალმა Ecoboost ტურბოძრავი მიიღო და 150–დან 182 ცხენის ძალამდე აგრეგატი ექვსდიაპაზონიან გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.