LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Ford Mustang-ის პირველი ეგზემპლარი 565 ათას დოლარად გაიყიდა

149
ford

კომპანია ford-მა აუქციონზე მეშვიდე თაობის „მუსტანგის“ პირველი ეგზემპლარი გაყიდა. მოდელში უცნობმა მყიდველმა 565 ათასი დოლარი გადაიხადა და მთელი ეს თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება. აუქციონის გამარჯვებული სანაცვლოდ Mustang GT-ის მიიღებს, მოდელს რომელიც 5 ლიტრის „რვიანითაა“ აღჭურვილი და ასევე აირჩევს სასურველ ოფციებსაც, რომელიც ავტომობილს საკმარისზე მეტი აქვს.

საინტერესოა, რომ კუპე Ford Mustang GT ჯერ აგებული არ არის. მყიდველს შეუძლია აირჩიოს ფერი, ტრანსმისია და ნებისმიერი ხელმისაწვდომი ოფცია, რომელთა შორისაცაა მაგალითად პაკეტი Performance.

ლოტის კაპოტის ქვეშ მოდერნიზებული „რვიანია“ განთავსებული და 493 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. გადაცემათა კოლოფი ორია: 6 საფეხურიანი „მექანიკა“ და 10 დიაპაზონიანი ავტომატიზებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები