LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-ი ევროპაში ათასობით თანამშრომელს გაათავისუფლებს

113
Ford-ი ევროპაში ათასობით თანამშრომელს გაათავისუფლებს

Ford ევროპაში მასობრივ შემცირებებს იწყებს. ელექტროქარებზე მოთხოვნის ვარდნის გამო ამერიკული მწარმოებელი დაახლოებით 4 ათასი თანამშრომლის გათავსიუფლებას აპირებს, წერს The Guardian. ეს რეგიონში Ford-ის მთელი პერსონალის 14%-ს შეადგენს.

დაახლოებით 2900 ადამიანს გაათავისუფლებენ გერმანიაში, 800-ს – ბრიტანეთში და კიდევ 300-ს სხვა ქვეყნებში. ამასთან, ავტოგიგანტი წარმოებას შეამცირებს კიოლნის ქარხანაშიც, რომელიც ელექტროქარების საწარმოებლად გადააკეთეს და ამ გადაკეთებას მილიარდობით დოლარი დაახარჯეს.

Ford-ის გეგმის მიხედვით, ევროპაში მასობრივი გათავისუფლებები 2027 წლის ბოლოს დასრულდება. ადგილობრივ შტატში კომპანია დაახლოებით 24 ათას თანამშრომელს დატოვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები