LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-ს ავტომობილში რეკლამის დამატება სურს

130
Ford-ს ავტომობილში რეკლამის დამატება სურს

Ford-ის მედია სისტემამ შესაძლოა პროდუქტების რეკლამირება დაიწყოს. აშშ-ს პატენტების ბაზაში იპოვეს ახალი სისტემის აღწერილობა, რომელიც ავტომობილში რეკლამის ტრანსლირებას გულისხმობს, როგორც ვიზუალურს ასევე ხმოვანს.

რეკლამის სახეობა მძღოლისა და მგზავრების გემოვნებაზე იქნება დამოკიდებული. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემა საუბრებს მოუსმენს, მარშრუტებს გააანალიზებს და ასე შემდეგ, რათა ავტო მფლობელს შესაბამისი სერვისი და პროდუქტი შესთავაზოს.

პატენტის მიხედვით, სისტემას შეუძლია გამოიყენოს GPS-მონაცემები, რათა გზად არსებული დაწესებულებების რეკლამა ჩართოს.

ვიზუალური რეკლამის ჩვენება სისტემას ცენტრალურ ეკრანზე ყოველ 10 წუთში შეეძლება. ხოლო თუკი მომხმარებელზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ხმოვანი რეკლამა უკეთ მუშაობს, Ford-ი უპირატესობას აუდიო რეკლამას მიანიჭებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები