LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Ford Mustang–ის პირველი პარტია მთლიანად დაიტაცეს

66
trdedss

კომპანია Ford–ს ახალი კროსოვერის Mustang Mach-E–ს აწყობა ჯერ არ დაუწყია და ლამის მთელი პარტია კი გაყიდა. მომავალი წლის განმავლობაში სულ 50 ათასი ეგზემპლარის გამოშვება იგეგმება და 45 ათასი უკვე დაჯავშნილია. ელექტრომობილის მისაღებად რეგისტრაცია და 500 დოლარიანი დეპოზიტის გადახდაა საჭირო.

როგორც ერთ–ერთი ავტომოყვარული აცხადებს, მის შეკვეთას ნომერი – 45,0XX მიენიჭა, ეს კი იმას ნიშნავს რომ ლამის მთელი პარტია გაყიდულია. ბუნებრივია, ეს ციფრები წინასწარ შეკვეთებს ეხება, რადგან რეალურად ავტომობილი ბაზარზე არ გამოსულა.

როგორც Ford–ის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, ელექტრომობილზე მუშაობა 2020 წლის შემოდგომიდან დაიწყება, პირველი კლიენტები კი ავტომობილს 2021 წლის ბოლოსთვის მიიღებენ.

Ford Mustang Mach-E 332 ძალის აგრეგატითაა აჭღურვილი და ერთი დამუხტვით 400–დან 600 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლია. მოდელის ფასი 43 ათასი დოლარიდან იწყება და პაკეტების მიხედვით 60 ათას დოლარამდე ლავირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები