საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები, ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი იტალიაში არდადეგებზე მეორე ნახევრებთან ერთად იმყოფებიან.
კვარამ მცირე ხნის წინ „ინსტაგრამის“ გამომწერებს გაუზიარა ფოტოები იტალიური ვოიაჟიდან.
როგოც ფოტოებიდან ჩანს, წყვილები ერთად ძალიან კარგ დროს ატარებენ.
ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე, ნიცა თავაძე ფეხმძიმედაა და ფოტოებში კარგად ჩანს მისი მომრგვალებული მუცელი.