LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Honda Jazz ჰიბრიდი იქნება

226
honda

ჰეტჩბეკი Honda Jazz მხოლოდ ჰიბრიდული აგრეგატით იქნება წარმოდგენილი. ეს იქნება პირველი ნაბიჯი, რომელსაც ბრენდი მთელი ხაზის ელექტროფიკაციისკენ გადადგამს. სიახლე ძირითადად ევროპულ ბაზარს შეეხება და ელ–მობილების წარმოება 2025 წლიდან იგეგმება. „ჰონდას“ მეოთხე თაობის დებიუტი კი ოქტომბერში, ტოკიოს ავტოსალონზე შედგება.

გამოცემა Autocar–ის ინფორმაციით, „ჰონდას“ ევროპულ ოფისში ჰიბრიდებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, ამიტომ წარმოება სწორედ ამ კუთხით შეიცვლება.

2020 წლისთვის ბაზარზე ელექტრონული Jazz გამოვა, ცოტა მოგვიანებით კი ჰიბრიდული Civic–იც. გარდა ამისა, წელს „ჰონდა“ e-Prototype–ის ბაზაზე აწყობილი ელექტროქარის გაყიდვასაც დაიწყებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები