LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი იახტა, რომელიც ძვირფასი თვლებით არის გაფორმებული

638

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში კიდევ ერთხელ მოახდინეს იმის დემონსტრირება, რომ პლანეტაზე ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანაა. იახტა, რომელიც წყალში გავიდა, მსოფლიოში ერთადერთია.

ლამაზმანი იახტის სიგრძე 47 მეტრია, სალონის გასაწყობად ამეთვისტო, ზურმუხტი და  სხვა ძვირფასი ქვები გამოიყენეს. იახტა შეკვეთით აშენდა და ლუქსის კლასს განეკუთვნება. იახტას „მცურავ სასახლეს” უწოდებენ და ასეთი საფასო კატეგორიის წყლის ტრანსპორტი მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმეა. წყალში გაშვებულმა იახტამ სახელლწოდება Sehamia მიიღო. გარეგნულად ის თავის უფროს დაიკოს – Escape-ს გავს, რომელმაც თავის დროზე მსოფლიოში ნამდვილი ფურორი გამოიწვია.

იახტა 18 სტუმარს იტევს, რისთვისაც 8 კაიუტაა გათვლილი. ყველაზე მდიდრული ოთახი რა თქმა უნდა თავად Sehamia-ს მფლობელს ექნება. იახტის გასაწყობად ნატურალური ხე და მარმარილო გამოიყენეს. რა დაჯდა ეს საოცრება, უცნობია. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ამ ადამიანმა იახტა უკვე მეოთხედ შეუკვეთა. ცნობილია ისიც, რომ მან სრული აღფრთოვანება განიცადა, როდესაც საკუთარი ახალი შენაძენი იხილა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები