შენობა გამწვანების გარეშე ექსპლუატაციაში აღარ შევა, – თბილისის მერია ახალ ინიაციტივაზე მუშაობს, რომელიც სწორედ გამწვანების მოთხოვნას მოიცავს. როგორც გადაცემა ”საქმის კურსს” თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის იურისტმა ლიკა ჭაჭუკაშვილმა განუცხადა, ინიციატივა დამუშავების ეტაპზეა და მასში სხვადასხვა სამსახურია ჩართული, მათ შორის არქიტექტურისა და ზედახედველობის სამსახურები, რომლებსაც უშუალოდ ევალებათ ექსპლუატაციაში შესვლის ნებართვის გაცემა.
თუმცა, როდის ჩამოყალიბდება საბოლოოდ ახალი ინიციატივა, ჯერჯერობით უცნობია. ლიკა ჭაჭუკაშვილი ამბობს, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როდის გაივლიან შესაბამისი უწყებები ყველა დეტალს.