LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი კაფე „Wake up” გაიხსნა

75

თბილისში ახალი კაფე “Wake up“ ოფიციალურად გაიხსნა.

როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას კაფის მენეჯერმა თათია დვალიშვილმა აღნიშნა, “Wake up“ მომხმარებელს საუკეთესო გარემოსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.

”კაფე გათვლილია ნებისმიერი შესაძლებლობის ადამიანზე, გვაქვს საკმაოდ დაბალი ფასები და რაც მთავარია, გარემო, რომელიც ყველას აღფთოვანებას იწვევს.

ცალ-ცალკე გვაქვს მწეველებისა და არამწეველების ოთახები, გვაქვს ვერანდაც, რომელიც ზამთარში გათბობითაა უზრუნველყოფილი, ჩვენ უკვე გვყავს ბევრი ერთგული კლიენტი, რომლებიც  ამბობენ, რომ კაფეში შემოსვლისას სახლში გრძნობენ თავს, ჩვენი მიზანიც ესაა, შევქმნათ შინაურული გარემო,”- აღნიშნა მენეჯერმა.

კაფეს აქვს ბარიც, სადაც კლიენტებს ემსახურება ბარმენი გიორგი გოგილაშვილი.

მენეჯერის თქმით, მომხმარებელს კაფე ძირითადად ევროპული სამზარეულოს კერძებს სთავაზობს, თუმცა მენიუში წარმოდგენილია ქართული სამზარეულოს კერძებიც.

”გვაქვს საუკეთესო ყავის აპატარი, რომელიც არაჩვეულებრივ ყავას ამზადებს,   ყავის ფასი 3 ლარიდან იწყება, მენიუში მალეე დავამატებთ დესერტსაც,”-აღნიშნა დვალიშვილმა.

“Wake up“ ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე N80 – ში მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები