LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Kia K5 პირდაპირ ავტოსალონებში ჟანგდება

67
kia2011

ბოლო პერიოდში სავტომობილო ფორუმებზე, ასევე სოციალურ ქსელებში ახალი Kia K5–ის შესახებ ბევრი საჩივარი გაჩნდა. ბიზნეს–სედანის მფლობელთა განცხადებით, მათი ავტომობილები კოროზიას განიცდიან. გარდა ამისა, ჟანგი ისეთ მოდელებზეც შეამჩიეს, რომლებსაც სადილერო ცენტრები ჯერ არ დაუტოვებიათ.

ახალი Kia K5–ს მთავარი პრობლემა საბარგული აღმოჩნდა. სედანის მფლობელები მცირე კოროზიას სწორედ ამ მიდამოებში ამჩნევენ. „ჟანგზე“ ჩივიან სალონეის კლიენტებიც, რომლებმაც პრობლემა აბსოლიტურად ახალ ავტომობილებში იპოვეს.

ახალი „კიას“ შეამოწმებლად ავტოსლაონში ცნობილი ბლოგერი Youtube–არხის ProDrive–ის დამაარსებელი გაეშურა. მან სამი სადილერო ცენტრი მოინახულა და 7–მდე მოდელი შეამოწმა. შედეგად კი კოროზია თითქმის ყველა მანქანას აღმოაჩნდა. შემოწმებულ ავტომობილებს შორის თეთრი, ვერცხლისფერი და შავი ეგზემპლარები იყო, ერთი სედანი კი რომელიც სატესო მოდელად გამოიყენებოდა მთლიანად ჟანგით იყო დაფარული.

საავტომობილო დილერები ამ საკითხს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ და კოროზიას დეფექტადაც არ თვლიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g