პაპარაცებმა ნიურბურგრინგზე ახალი Kia Sportage–ს პროტოტიპი გადაიღეს. მეოთხე თაობის კროსოვერმა განსხვავებული ექსტერიერის დიზაინი მიიღო და როგორც მოკლეძარიან, ისე გრძელძარიან ვერსიაში გაიყიდება. ძრავთა ვარიაციას კი ჰიბრიდული აგრეგატი დაემატება. ახალი Sportage–ის პრემიერა 2021 წლის გაზაფულისთვისაა დაგეგმილი.
პაპარაცების მიერ გადაღებული ეგზეპლარი კამუფლაჟითაა დაფარული, ასე რომ ვიზუალთან დაკავშირებით დასკვნების გაკეთება ძალიან ადრეა. თუმცა, სიახლე ცდებს სერიული წარმოების ძარით გადის, ასევე მან საკამოდ დიდი რადიატორის ბადეც მიიღო.
ცნობილია, რომ ახალი Kia Sportage ტექნიკურად მეოთხე Hyundai Tuscon–თან ძალიან ახლოსაა. ეს ნიშნავს, რომ კროსოვერი ახალ პლატფორმაზე გადავა, თუმცა ტრადიციულ არქიტექტურას შეინარჩუნებს.
ბაზრების უმრავლესობაზე ახალი Sportage–ს მთავარი ძრავი „ტურბო–ოთხიანი“ იქნება ანუ 1.6 ლიტრის ბენზინის აგრეგატი.