ბიჟუტერიისა და ვერცხლის სამკაულების მაღაზია ”Baccarat Jewelry“ მომხმარებელს ახალ კოლექციას თავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა განაცხადა:
”Baccarat Jewelry“ არის ერთ-ერთი საუკეთესო ბიჟუტერიისა და ვერცხლის სამკაულების მაღაზია, რომელიც ნებისმიერი მომხმარებლის გემოვნებას დააკმაყოფილებს.
ამჟამად მაღაზიაში წარმოდგენილია: PILGRIM-ის სახელობითი ბიჟუტერიისა და საათების ახალი კოლექცია, 2016 წლის ზამთრის სეზონისათვის. კოლექციაში გამოყენებულია სვაროვსკის კრისტალები და სინთეტური მასალები, ასევე გვაქვს ბიჟუტერია: საყურეები, ბეჭდები, ყელსაბამები, მათი ფასი 17 ლარიდან იწყება”, – აღნიშნა მენეჯერმა.
მაღაზიაში წარმოდგენილი კოლექცია იტალიიდან, დანიიდან და სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან ჩამოდის.
მსურველები ესტუმრეთ მაღაზიას მისამართზე: სავაჭრო ცენტრი ”სითი მოლი”, ფარნავაზ მეფის №1 და სავაჭრო ცენტრი ”თბილისი მოლი”.