TOPMAN მომხმარებლებს ახალ კოლექციას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მარკეტინგის მენეჯერმა, თამთა ჭანტურიძემ აღნიშნა, ახალი კოლექციის გარდა, გამოსაშვებ საღამოებსა და საქორწინო პერიოდთან დაკავშირებით, TOPMAN-ში 100 ლარიანი ვაუჩერიც გათამაშდება. კლასიკური პიჯაკისა და შარვალის შეძენის შემთხვევაში მსურველები მიიღებენ შანსს, გახდნენ 100 ლარიანი ვაუჩერის მფლობელები.
კოლექციას დაემატა ასევე უმაღლესი ხარისხის „PREMIUM” ხაზი, რომელიც შედგება 100% -ით ბამბისგან. რაც შეეხება უშუალოდ სამ მოდელს, როგორიცაა: Skinny, Slim და Regular, მათ შემადგენლობაში უკვე თბილი ტექსტურებია, რომელიც პროდუქტს უფრო გამძლესსა და ძვირფასს ხდის.
”წლის ნებისმიერ სეზონზე ფერთა სწორ შერჩევას ფუნდამენტალური მნიშვნელობა აქვს, სწორედ ამიტომ, TOPMAN-მა ზაფხულისთვის აარჩია შედარებით ნეიტრალური ფერები, ისეთები, როგორიცაა: მკრთალი ლურჯი, ღია ქვისფერი და ნაცრისფერი, თუმცა, რა თქმა უნდა, ბრენდმა ასევე გაითვალისწინა მუქი ფერის მოყვარულნი და სპეციალურად მათთვის კოლექციას შემატა მუქი ლურჯი, ნაცრისფერი და შავი ფერები”- განაცხადა ჭანტურიძემ.
TOPMAN-ის მაღაზია ”თბილისი მოლში” მდებარეობს და ყოველდღე 10:00-დან 22:0 სათამდე მუშაობს.