ბავშვთა მაღაზია „აბსორბა“ მომხმარებელს 70%-იან ფასდაკლების აქციას სთავაზობს.
როგორც „ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა განაცხადა, ფასდაკლებულ კოლექციაში შედის 0-დან 16 წლამდე ბავშვების ტანისამოსი და ფეხსაცმელი.
ამას გარდა, ახალ, გაზაფხული-ზაფხულის, კოლექციაზე შერჩეულ მოდელებზე, 50%-იანი ფასდაკლების აქცია მოქმედებს.
გეტყვით იმასაც, რომ „აბსორბაში“ არსებული პროდუქცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდის, მათ შორის: ავსტრიიდან, შვედეთიდან და ინგლისიდან.
„ჩვენი მაღაზია ნებისმიერი მშობლისა თუ ბავშვის გემოვნებას დააკმაყოფილებს, ჩვენ უამრავი მომხმარებელი გვყავს და გვიხარია, რომ მათ „აბსორბა“ არჩევანის გაკეთებაში ეხმარება.“-აღნიშნა მენეჯერმა.
მსურველებს „აბსორბაში“ სტუმრობა შეუძლიათ ჭავჭავაძის N33 და ყაზბეგის N14.