მაღაზია ABSORBA მომხმარებლებს ახალ კოლექციასა და უამრავ სიახლეს სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა ნათია ნარმანიამ აღნიშნა, კოლექციები თითქმის ყოველკვირეულად ახლდება.
მისივე ინფრომაციით, მაღაზიაში გამოყოფილია ფასდაკლებების კუთხეები, სადაც 20-70%-ით ფასდაკლებული ფეხსაცმელი და ტანსაცმელი შეგხვდებათ. გარდა ამისა, მაღაზიაში მოქმედებს სიახლე – სახლში მიტანის სერვისი. მომხმარებელს, სოციალური ქსელების საშუალებით, შეუძლია ნებისმიერი მოდელი აარჩიოს და სახლში მიიღოს.
”ჩვენთან ლოიალობის სისტემა მოქმედებს. ერთგულ მომხმარებელს დაგროვებითი ბარათები აქვს. ასევე მუდმივი მომხმარებლები 10%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ. ყველაზე დიდი ფასდაკლებები სეზონის ბოლოს გვაქვს. თუმცა, ამ ეტაპზე, მაღაზიაში გარკვეულ კოლექციებზე 30-დან 70%-მდე ფასდაკლებაა. ჩვენთან კლიენტებს შეუძლიათ ისეთი ფრანგული ბრენდები ნახონ, როგორებიცაა: JEAN BOURGET, KENZO , JUNIOR GAULTIER, რომელთა ერთადერთი წარმომადგენლებიც საქართველოში ჩვენ ვართ”, – განაცხადა ნათია ნარმანიამ.
მაღაზია ABSORBA ალ.ყაზბეგის 14 ნომერში მდებარეობს და ყოველდღე 11:00-დან 20:00 საათამდე მუშაობს.