LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი კოლექცია დიზაინერ მეგი გაბუნიასგან

171

ქართველი დიზაინერი მეგი გაბუნია მომხმარებელს ახალ, გაზაფხული-ზაფხულის, კოლექციას სთავაზობს.

როგორც „ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას თავად დიზაინერმა აღნიშნა, ახალ კოლექციასთან ერთად მომხმარებელს წინა და ახალი წლის კოლექციაზე ფასდაკლების აქციას სთავავზობს .

ამას გარდა, დიზაინერმა თითქმის დაასრულა მუშაობა ახალ, „სტუდენტურ ხაზზე“, რომელშიც შედის საზაფხულო კაბები და რაც მთავარია მისაღებ ფასად. ისინი მხოლოდ 80 ლარი ეღირება.

დიზაინერი 12 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით გამართულ თბილისის მოდის კვირეულის შოურუმზე იღებს მონაწილეობას, სადაც წარმოდგენილი იქნება ექსკლუზიური კაბები დიდი ზომის ნახატებით.

ამას გარდა, ჩვენებაზე წარმოდგენილი იქნება დიზაინერის მიერ შექმნილი ხელნაკეთი ტყავის აქსესუარები.

დიზაინერმა სამომავლო გეგმები ბოლომდე არ გაგვანდო, თუმცა გვითხრა, რომ ის გრანდიოზულ  პროექტზე მუშაობს, რომელიც საქართველოს ისტორიასთან თემატურად კავშირშია, უფრო კონკრეტულად თუ რაზეა საუბარი, ამას ზაფხულში მთელი საქართველო გაიგებს.

მეგიმ და მისმა დამ  სულ რამდენიმე თვის წინ გახსნა საკუთარი მაღაზია, რომლის მისამართია: აღმაშენებლის N51.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები