მაღაზიათა ქსელი ”კოტონი” მომხმარებელს ახალი, შემოდგომა-ზამთრის კოლექციას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსს” ”კოტონის” რეგიონულმა მენეჯერმა სალომე ასიანმა განუცხადა, შემოდგომა-ზამთრის კოლექცია გაჯერებულია შემოდგომის თბილ ფერებში, რომელიც ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელს დააკმაყოფილებს. უახლესი კოლექციებიდან მყიდველები ტანისამოსსა თუ ფეხსაცმელს შეიძენენ.
”მსურველებს ქურთუკების შეძენა- 49 ლარიდან 149 ლარის ფარგლებში შეუძლია, თბილი ჟაკეტების – 34 ლარიდან 79 ლარამდე, ჯინსის შარვლების 19 ლარიდან 59 ლარამდე, ხოლო ფეხსაცმლის ფასი 14 ლარიდან 59 ლარამდე მერყეობს,”- განაცხადა ასიანმა.
მისივე თქმით, 70 %-იანი ფასდაკლებებია ”კოტონის” შედარებით ძველ, გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაზე. აგრეთვე, დიდი 9 ლარიდან იწყება ფასები სამკაულებზე.
ცნობისათვის, ”კოტონი” თურქული ბრენდია. კომპანიას თბილისში 5 ფილიალი აქვს, მათ შორის, პეკინის N4-ში, რუსთაველის გამზ. N42-ში, სავაჭრო ცენტრი “მერანში”, ვაჟა -ფშაველას გამზ. N35ა-ში.

