მაღაზია Co-mode ქალბატონებს განახლებულ ზამთრის კოლექციას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთნა” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა ისაუბრა, მაღაზიას ახალი მოდელები შეემატა, კერძოდ: შარვლები, რომელთა ფასიც 100 ლარიდან იწყება, ფეხსაცმელების შეძენა 250 ლარიდან, ხოლო კაბების შეძენა 55 ლარიდანაა შესაძლებელი.
მისივე თქმით, მაღაზიში დიდი არჩევანია სხვადასხვა აქსესუარებზე: საყურეებზე, ბეჭდებსა და ყელსაბამებზე.
”ჩვენი მაღაზია ყველა გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს, გვაქვს მაღალი ხარისხი და რაც მთავარია, ყველასთვის მისაღები ფასები”, – აღნიშნა მენეჯერმა.
გეტყვით იმასაც, რომ მაღაზიაში არსებული პროდუქცია საქართველოშია დამზადებული და მასზე ქართველი დიზაინერები მუშაობენ.
Co-mode დილის 11:00 საათიდან ღამის 21:00 საათამდე მუშაობს, მაღაზიის მისამართია: აბაშიძის N14.