საიუველირო მაღაზია ”დელფოსი” მომხმარებელს ახალ, 2017 წლის საგაზაფხულო კოლექციას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა ისაუბრა, ”დელფოსი” გთავაზობთ უმღლესი სინჯის იტალიური ვერცხლის სამკაულებს, რომელიც გაფორმებულია ცირკონითა და სვარვსკის ელემენტებით და მათი შეძენა 30 ლარიდან 300 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ.
ამას გარდა, ”დელფოსში” შეგიძლიათ შეიძინოთ, იტალიური ბრენდის ”მურანოს”, ხელნაკეთი კოლექცია, რომელიც ვენეციური მინისგანაა დამზადებული.
მენეჯერის თქმით, შერჩეულ მოდელებზე მიმდინარეობს 50%-იანი ფასდაკლება.
მისივე თქმით, ახლო მომავალში იგეგმება ”დელფოსის” ახალი ფილიალის გახსნაც.
”დელფოსი მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, აქ შეხვდებით იტალიურ, შვეიცარიულ, ბელგიურ და კორეულ ბრენდებს”, – აღნიშნა მენეჯერმა.
”დელფოსი” გახლავთ იტალიური ვერცხლის, ოქროსა და ბიჟუტერიის სამკაულების მაღაზიათა ქსელი . სურვილის შემთხვევაში ესტუმრეთ მაღაზიას მისამართზე: სავაჭრო ცენტრი ”ისთ პოინთი”, ”გლდანი მოლი”, აღმაშენებლის N108, პეკინის N19.