მამაკაცის მაღაზია ”Elegant Room“ მომხმარებელს ახალ, შემოდგომა-ზამთრის, კოლექციას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა განაცხადა, მაღაზია ზრუნავს მამაკაცების ჩაცმულობაზე და ახალ კოლექციაში დიდ არჩევანს სთავაზობს.
”გვაქვს კლასიკური პიჯაკები, სპორტული და კლასიკური ფეხსასაცმელები, პალტოები. ფეხსაცმელების ფასები ჩვენთან 398 ლარიდან იწყება, შარვლების ფასი 390 ლარიდან,”-აღნიშნა მენეჯერმა.
მენეჯერის თქმით, ასევე სპორტულ ფეხსაცმელის ახალ კოლექციაზე მოქმედებს აქცია – იმ შემთხვევაში თუ თქვენ შეიძენთ ნებისმიერი მოდელის კეტს, პირვანდელ ღირებულებას დააკლდება 100 ლარი.
ასეთივე ფასდაკლებებია ზაფხულის მთლიან კოლექციაზე. ამჟამად მაღაზიას მხოლოდ ერთი ფილიალი აქვს, მენეჯერის თქმით, სამომავლოდ იგეგმება ახალი ფილიალის გახსნაც.
პროდუქცია იტალიიდან და დუბაიდან ჩამოდის ”Elegant Room“ -ს მსურველებს შეუძლიათ ესტუმრონ მაღაზიას ჭავჭავაძის N22.