LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი კოლექცია მაღაზია ”Naf-Naf”

339

მაღაზია ”Naf-Naf” ზამთრის ახალი კოლექციის შეძენა უკვე შესაძლებელია.

”უკვე მივიღეთ ზამთრის ახალი კოლექცია, რომელშიც შედის: ზედები, რომელთა ფასიც 29 ლარიდან იწყება, ზამთრის პალტოები, რომლის შეძენა 400 ლარიდანაა შესაძლებელი, ასევე გვაქვს დუტის ქურთუკები 200 ლარიდან, ხოლო ნატურალური ტყავის ქურთუკების ფასი 500 ლარიდან იწყება.მინდა აღვნიშნო ისიც, რომ გვაქვს ზაფხულის კოლექციაზე 70%_იანი ფასდაკლება.” განაცხადა ფორტუნა პლუსთან საუბრისას ”ნაფ-ნაფის” მენეჯერმა.

მენეჯერის თქმით, ახალი კოლექცია ნებისმიერი გემოვნების ადამიანზეა გათვლილი, თავად ბრენდი ფრანგულია, შესაბამისად კოლექციაც საფრანგეთიდან ჩამოდის.

” მაღაზია ”Naf-Naf” ასევე ზრუნავს იმ ქალბატონებზე, რომლებსაც კლასიკური სამოსის ყიდვა სურთ, დახვეწილი პიჯაკების ფასი 240 ლარიდან 300 ლარამდე მერყეობს, ხოლო გამოსასვლელი კაბები შეძენა მსურველებს 150 ლარიდან შეუძლიათ. ” – აღნიშნა მენეჯერმა.

ამჟამად, ”Naf-Naf” სტუმრობის მსურველებმა უნდა მიაკითხოთ  პეკინის N6.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები