LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი კოლექცია მაღაზია ”პიკოლინოში”

124

მაღაზია ”პიკოლინო” მომხმარებელს ბავშვის ტანისამოსის ახალ კოლექციას სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა აღნიშნა, ახალ კოლექციაში შედის ბავშვის ფეხსაცმელები, რომელთა ფასიც 220 ლარიდან იწყება, ასევე მაღაზიაში შეიძენთ ბოდეებს, კოლგოტებსა და ხალათებს.

მისივე თქმით, ზემოდხსენებულ ახალ, ზამთრის კოლექციაზე, მოქმედებს 20%-30%-იანი ფასდაკლება, ხოლო შედარებით ძველ, შემოდგომა-ზამთრის, კოლექციაზე, მიმდინარეობს 70%-იანი ფასდაკლება.

”ჩვენს მაღაზიაში ხარისხი გარანტირებულია, ამიტომ დედები, რომლებიც თავიანთი შვილისთვის ჩვენთან იძენენ პროდუქციას შეუძლიათ მშვიდად იყვნენ”, – აღნიშნა მენეჯერმა.

ამას გარდა, ”პიკოლინო” ქალბატონებსაც არ ტოვებს უყურადღებოდ და მათაც სთავაზობს ღამის პერანგებსა და თეთრეულს.

„პიკოლინო“ ექსკლუზიურად თანამშრომლობს რამდენიმე იტალიურ ქარხანასთან, საიდანაც პროდუქციის იმპორტს ახორციელებს.

მაღაზიას ასევე ექსკლუზიური პარტნიორობა აკავშირებს ”პიერ კარდენთანაც”.

”პიკოლინოს” ამჟამად ერთი ფილიალი აქვს, სურვილის შემთხვევაში ესტუმრეთ პეკინის N24.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები