მაღაზია ”ალდო” მომხმარებელს ახალ, შემოდგომა-ზამთრის კოლექციას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა განაცხადა, ახალ კოლექციაში დიდი არჩევანია და მომხმარებელს ეძლევა იმის შესაძლებლობა, აარჩიოს სასურველი ტანისამოსი.
”ახალ კოლექციაში შედის ქალბატონებისთვის ჩექმები, შუზები, ტანისამოსი, ჩანთები ასევე გვაქვს აქსესუარების დიდი არჩევანიც, რომელშიც შედის საყურე და ყელსაბამი. ფეხსაცმლის მასალა ნატურალური ტყავია, მათი ფასი 349 ლარიდან იწყება, ჩანთების 179 ლარიდან, სამკაულების შეძენა კი 18 ლარიდანაა შესაძლებელი.” -აღნიშნა მენეჯერმა.
მისივე თქმით, მაღაზია ” ალდო” ორიენტირებულია ხარისხზე, პროდუქცია კანადიდან ჩამოდის , საქართველოში ”ალდოს” ALDO/ALDO Accessorize და CALL IT SPRING ბრენდებია წარმოდგენილი.
მსურველებს მაღაზიში სტუმრობა სავაჭრო ცენტრ”თბილისი მოლისა” და აღმაშენებლის N142 შეუძლიათ.