ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმლის მაღაზიაში „Bagatt“ ახალი კოლექციის შეძენა უკვე შესაძლებელია.
როგორც „ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას მაღაზიის დირექტორმა ნუნუ ტეტუნაშვილმა აღნიშნა, “Bagatt“-ში ამჟამად წარმოდგენილია ქალის ჩექმები, რომელთა ფასი 355 ლარიდან იწყება
„გვაქვს მამაკაცების ფეხსაცმელები. მათი ფასი 355 ლარიდან 400 ლარამდე მერყეობს, ასევე გვაქვს დაბალყელიანი შუზები, სპორტული ფეხსაცმლის ხაზიც, სადაც დიდი არჩევანია.“- აღნიშნა დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ „Bagatt“-ში ასევე მიმდინარეობს 50%-იანი ფასდაკლება ზაფხულის კოლექციაზე.
ტეტუნაშვილის თქმით, ფეხსაცმელები ნატურალური ტყავისგანაა შეკერილი. „ჩვენი მთავარი მიზანი ხარისხიანი პროდუქტის შექმნაა, სწორედ ეს გვიწყობს ხელს კონკურენტულ ბაზარზე ადგილის დამკვიდრებაში,“- აღნიშნა დირექტორმა.
„Bagatt” იტალიური ბრენდია. მსურველებს მაღაზიაში სტუმრობა „თბილისი მოლის“ სავაჭრო ცენტრსა და ქავთარაძის N1 შეუძლიათ.