მაღაზია ”CO.LAB“ მომხმარებელს ახალ, შემოდგომა-ზამთრის კოლექციას თავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა აღნიშნა, ახალი კოლექცია საკმაოდ მრავალფეროვანია და ის ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას დააკმაყოფილებს.
”მაღაზია მომხმარებელს დიდ არჩევანს თავაზობს, მათ შორისაა: პალტოები, რომელთა ფასიც 250 ლარიდან იწყება, გვაქვს ჟილეტები, რომელთა შეძენაც მსურველებს 100 ლარიდან შეუძლია, ასევე დიდი არჩევანი გვაქვს შარვლებზეც,
მათი ფასი 95 ლარიდან იწყება. ამათ გარდა გვაქვს აქსესუარებიც: საყურეები, ხელნაკეთი აბადოკები, რომელთა ფასიც 25 ლარიდან იწყება”, – აღნიშნა მენეჯერმა.
შეგახსენებთ, რომ მაღაზიაში არსებული ყველა ტანისამოსი ქართველი დიზაინერების მიერაა შექმნილი.
ამ ეტაპზე მაღაზიას ორი ფილიალი აქვს, მსურველებს მაღაზიაში სტუმრობა სავაჭრო ცენტრ ”ისთ პოინტსა” და ბარნოვის N45 შეუძლიათ.