LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი კოლექცია ”სალამანდრაში”

655

მაღაზია ”სალამანდრა” მომხმარებელს ახალ, შემოდგომა-ზამთრის კოლექციას სთავაზობს.

”ახალ კოლექციში შედის ფეხსაცმელები, ჩანთები და საფულეები. ”სალამანდრა” არის ბრენდი, რომელიც გათვლილია ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელზე, ჩვენ მათ ნატურალური ტყავისგან დამზადებულ ფეხსაცმელებს ვთავაზობთ, ჩვენი მიზანიც ესაა, ხარისხიანი პროდუქცია, ამიტომაცაა,რომ  კონკურენტულ ბაზარზე მყარად ვდგავართ. ამჟამად კი, ახალი კოლექციის გარდა ძველ, გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაზე გვაქვს 70%-იანი ფასდაკლება. ასევე გვაქვს ექსკლუზიურად ”ნიკორას” ბარათების მფლობელებისთვის, სპეციაულური, 10 %-იანი ფასდაკლება ნებისმიერ პროდუქციაზე”- განაცხადა ”სალამანდრას” მენეჯერმა ბაია კვანტალიანმა,”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას.

მამაკაცისა და ქალის ფეხსაცმლის ფასი 200 ლარიდან იწყება და 600 ლარამდე მერყეობს. დაბალყელიანი ფეხსაცმლის გარდა, მსურველებს ზამთრის ჩექმების შერჩევაც შეუძლიათ, ტყავის საფულეების 200 ლარიდან, ხოლო ჩანთების შეძენა 200 ლარიდან 900 ლარამდე არის შესაძლებელი, კლასიკური ფეხსაცმლის გარდა ”სალამანდრა” მამაკაცებს სპორტულ ფეხსაცმელებსაც სთავაზობს.

კვანტალიანის თქმით, საფულეებიც და ჩანთებიც მაღალი ხარისხის ნატურალური ტყავისგანაა დამზადებული. ”სალამანდრა” იტალიური ბრენდია, თუმცა აქ ესპანურ და ფრანგულ ბრენდებსაც შეხვდებით.

”სალამანდრა” მსურველებს ყოველ დღე, 11:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე ემსახურება, მაღაზიის მისამართია ”ვაჟა-ფშაველას” N3 და ”ჭავჭავაძის N17.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები