LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ლეპტოპი Google-ისგან ახალი ოპერაციული სისტემით – Andromeda OS

25

Google-ის საზღვრები გაიზარდა და კომპანია უბრალო საძიებო სისტემიდან ნამდვილ მულტიპლათფორმულ კორპორაციად გადაიქცა. სიახლე არც Google-ის პროდუქტების მრავალფეროვნება და არც ,,ამერიკული გიგანტის” ახალ-ახალი სერვისებია, რომელიც ყოველწლიურად აოცებს მომხმარებლებს.

2016 წელს, როგორც ჩვენს საიტზე გაგაცანით, კორპორაციამ 2 აბსოლუტურად ახალი სერვისი დანერგა – Google Allo და Google Duo.

Nexus-ის კლასის დასამარების შემდეგ, ნათელი გახდა, რომ Google-ი, რაღაც ერთ, გრანდიოზულ პროექტს აპირებდა, რაშიც არა მხოლოდ სმარტფონებს, არამედ კომპიუტერებს და სხვადასხვა გაჯეტებსაც ჩართავდა. უნივერსალიზაციის პროცესი შეეხო ყველა მის სუბ-ბრენდს და პროდუქტს. ასე მაგალითად: აქამდე არსებული ცალკე, განყენებულად მდგომი Chromium OS უკვე Android-ის აპლიკაციებზე იმუშავებს, ასევე, ყველასათვის ნაცნობი ტაბლეტური კომპიუტერების სერია – Pixel–ი იქცა სწორედ მთავარ კატალიზატორად, რაშიც ახალი მოწყობილობები გაერთიანდება.

Pixel-მა შეითავსა Nexus-ის მოდელების სერია, ასევე, ტაბლეტური კომპიუტერებისა თუ ჭკვიანი მოწყობილობების სუბ-ბრენდები. სწორედ Pixel-ში ერთიანდება ყველა ახალი პროდუქტი, რასაც კომპანია Google–ი წარმოადგენს.

გუშინ, გავრცელდა ახალი ინფორმაცია, რის მიხედვითაც ირკვევა, დაახლოებით რომელ ბაზარზე აპირებს Google–ი პოზიცირებას. ესაა – კომპიუტერების მარკეტი. კორპორაციის გეგმები ერთ უნივერსალურ ოპერაციულ სისტემაზეა ორიენტირებული, რომელსაც ერთდროულად ექნება როგორც კომპიუტერის, ასევე სხვა ჭკვიანი მოწყობილობების მხარდაჭერა. როგორც ეს Apple-მა თავის დროზე, შემდეგ კი Microsoft-მა გააკეთა (Windows 10 და Windows 10 Mobile)

მაშ ასე, ახალი პროდუქტი, რომელსაც კორპორაცია გასაიდუმლოებულად ინახავდა იქნება – Pixel 3 და იგი ახალ ოპერაციულ სისტემაზე – Andromeda OS-ზე იმუშავებს. ინსაიდერების ცნობით, კომპანია ნოუთბუქს – Pixel 3-ს სწორედ ამ, ახალ ოპერაციულ სისტემაზე გამოუშვებს. სავარაუდოდ, პროდუქტი 2017 წლის გაზაფხულზე გამოჩნდება მსოფლიო ასპარეზზე.

მონაცემების მიხდვით, Pixel 3–ი 12.3 დიუმიანი ნოუთბუქ-ტრანსფორმერი იქნება (რომელსაც სავარაუდოდ Touch მხარდაჭერა ექნება), 8/16 GB ოპერატიული და 32/128 GB შიდა მეხსიერებით. თითის ანაბეჭდების სენსორი, ორი USB Type-C პორტი, მინი-ჯეკი, სტერეო სპიკერები და 4 მიკროფონით ყველა ის ღირსებაა, რაც ამ მოწყობილობაში გაერთიანდა.

ნოუთბუქის საწყისი ფასი, ექსპერიმენტული პროდუქტის კვალობაზე, არც ისე იაფი – 800 აშშ დოლარი იქნება!

სავარაუდოა, რომ კომპანია Android-ის მილიონობით აპლიკაციის ოპტიმირებით, შესაძლებელს გახდის, ჩვეულებრივმა Android მომხმარებელმა ყველა ის აპლიკაცია რაც კომპიუტერზე სჭირდება, ტელეფონიდან, სწორედ Pixel 3-ზეც დააინსტალიროს!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები