LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Lexus LS ჭკვიან საჭეს მიიღებს

73

კომპანია Toyoda Gosei-მ, რომელიც Toyota-ს ერთ-ერთი განყოფილებაა, შეხებაზე მგრძნობელობით აღჭურვილი საჭე შეიმუშავა. პირველად აღნიშნულ სიახლეს, რომელიც განსაზღვრავს უჭირავს თუ არა მძღოლს ხელში საჭე, ფლაგმანურ მოდელზე, ახალი თაობის სედან Lexus LS-ზე დაამონტაჟებენ.

კომპლექსი სავსეა ADAS-ის უსაფრთხოების სისტემებით – ეს არის ელქტრონული დამხმარეების საერთო სახელწოდება, ექსტრემალური მუხრუჭის სისტემით დაწყებული, საგზაო ნიშნების ამომცნობი სისტემით დასრულებული. ამერიკული ავტოინჟინერების საზოგადოების კლსიფიკაციის შესაბამისად, ADAS-ს ხუთი დონე აქვს. პირველი და მეორე მძღოლს სპეციალურ სიგნალს აძლევს, დანარჩენები კი ავტომობილის მართვაში ერევიან. Lexus LS-ში მეორე დონის სისტემაა გამოყენებული.
 

 

საჭე ნახევრად ავტომატური მართვის შესაძლებლობასაც ითვალიწინებს. ის აღჭურვილია სენსორებით, რომელიც მაღალი სიზუსტით განსაზღვრავს საჭეზე ხელების მდებარეობას. გადამწოდების საფუძველზე, ელექტროობას შეუძლია მძღოლი გააფრთხილოს, რომ ხელი საჭეს მოკიდოს, მაშინაც კი თუკი ავტომობილი ავტოპილოტის რეჟიმშია გადასული.
 

 

კომპანიაში ამბობენ, რომ ეს არის პირველი გამოგონება, რომელმაც მაღალმგრძნობელობითი სენსორი და საჭის გამათბობელი ერთიან ელემენტად წარმოადგინა. მომავალში Toyoda Gosei კიდევ ერთ ფუნქციას დაამატებს, რომელიც მძღოლს მისცემს საშუალებას ავტომობილის სისტემების მართვა საჭიდან ხელის აუღებლად მოახდინოს.
 

Lexus LS-ის სახალხო დებიუტი დეტროიტის ავტოსალონზე, წელს შედგება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები