LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Lexus IS – პირველი გამოსახულება

293
lexuscl

Lexus IS–ის ოფიციალური ფოტოები ქსელში პრემიერამდე ერთი დღით ადრე გავრცელდა. კადრში მეოთხე თაობის ვერსია IS 350–ია ასახული და დიზაინის დეტალების გარჩევა მარტივია.

როგორც ჩანს, ახალი Lexus IS იმავე სტილში შეასრულეს, როგორიც მოდელ LS–ს და LC–ს აქვს. სიახლემ მასიური ფანჯრები, მოდერნიზებული ოპტიკა და დაბალპროფილური საბურავები Bridgestone Potenza მიიღო. წინასწარი ინფორმაციით, თაობის ცვლილებასთან ერთად სერია IS ახალ პლატფორმაზე არ გადავა და სალონის ზოგადი არქიტექტურა უცვლელი დარჩება.

ასევე, ნაკლები ცვლილებები იქნება კაპოტის ქვეშაც. ახალი მოდელი 3,5 ლიტრის მოცულობის ატმოსფერულ ძრავ V6–ს შეინარჩუნებს და 315 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება.

Lexus Is–ის მთავარი ბაზარი შტატები იქნება, მაშინ როცა ბრენდის ევროპული ხაზი ძირითადად კროსოვერებისგან შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g